მარჯანიშვილის თეატრში მზია ხეთაგურის საიუბილეო საღამო გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, წმინდა გიორგის ორდენის კავალერის მზია ხეთაგურის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით ტარდება.
საღამოზე მზია ხეთაგურის ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები, მუსიკალური შემსრულებლები შეასრულებენ პოეტის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები