თედო ისაკაძე – ერთი კაკი ზოიძე გადაწონის ზოგიერთ პარტიას მთლიანად

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ წევრებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერით გასულ სიუჟეტს თედო ისაკაძე ეხმაურება.
როგორც თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს, გადაცემა „PS“-ში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ზოიძე შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნად მოიხსენიეს, თუმცა არაფერი თქვეს, რომ ის ახლა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტია.
„გუშინ, „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის დეპარტამენტმა „რუსთავი 2“-მა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრი, კაკი ზოიძეს „წაკბინა“ – შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყოო. თითქოს მათი პარტიის თავმჯდომარე და ლიდერები იმავე მთავრობის მაღალჩინოსნები არ ყოფილიყვნენ! ის კი აღარ უხსენებიათ, რომ კაკი ზოიძე, დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტია და განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის რეფორმებს ხელმძღვანელობს წარმატებით და, როგორც იმავე მთავრობის წევრმა, დავით იკაობიძემ თავის პოსტში აღნიშნა – ერთი კაკი ზოიძე გადაწონის ზოგიერთ პარტიას მთლიანად. იქვე „რუსთავი 2“-მა იანგლა, რომ კაკი ზოიძე იმავე სიმღერის ფონზე დაბრუნდა პოლიტიკაში – რისი თანხლებითაც წავიდაო (იგულისხმება ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე შექმნილი ცნობილი სიმღერა, ვარდების რევოლუციისას რომ ააჟღერეს ნაცებმა პარლამენტში). ალბათ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელობა უკვე მიხვდა, რომ ეს ფრაზა უმალვე კონტრპროდუქტიულად იქცა – უნდოდათ სათავისოდ, სააკაკიზოიძეოდ კი გამოუვიდათ: დიახ, „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!“ წარმატებები კაკი!“ – წერს სოციალურ ქსელში თედო ისაკაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები