პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ”ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა, რომელიც ახალი კომიტეტის – კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის შექმნას ითვალისწინებდა, უმცირესობის წევრებმა წარმოადგინეს.
“პროექტის მიზანს წარმოადგენს ის, რომ პარლამენტში არსებობდეს კომიტეტი, რომელიც მუდმივად გაუწევს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მონიტორინგს. კერძოდ, აკონტროლოს კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის ანტიკორუფციული ინსტიტუტები, პროგრამები და მექანიზმების მუშაობის ეფექტიანობა, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის და სხვა ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულება, განახორციელოს ანტიკორუფციული თემების მონიტორინგი.
კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, საჭიროების შემთხვევაში იბარებს, ისმენს და გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქეთა, თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციების თაობაზე. გასწევს მაკონტროლებლის ფუნქციას. განახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, იქნება მუდმივმოქმედი და, პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობის მიუხედავად, განაგრძობს საქმიანობას“, – განმარტავენ საკითხის ინიციატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები