იან ჰამიჩეკი: ჩეხეთი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის იან ჰამიჩეკის განცხადებით, ჩეხეთი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა,რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, რაც პროცესის წარმატებით დასრულების წინაპირობაა.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, სამომავლო პარტნიორობას და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს შეეხო. მათივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩეხეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები