ირინა იმერლიშვილი: წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღი უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს უახლოეს მომავალში დაასახელებს.
როგორც ჟურნალისტებს იმერლიშვილმა განუცხადა, მას ინფორმაცია აქვს, რომ რამდენიმე დღის წინ, მხარეების მონაწილეობით კონსულტაციები გაიმართა.
“ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებისთვის მოიწვია და უახლოეს ხანში, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – განაცხადა იმერლიშვილმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტს არჩევნების შესახებ ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა მაისის დასაწყისში აქვს დაანონსებული, მაშინ როცა პრემიერმა მას თხოვნით მიმართა, ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მაისში გამოცემის შემთხვევაში, ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 5 თვით ადრე – სწორედ მაისიდან გადავა, თუმცა, როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს რამდენიმე მილიონი ლარით მეტ დანახარჯს გამოიწვევს, რისი ფუფუნებაც ბიუჯეტს არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები