მანანა კობახიძე არ გამორიცხავს, რომ თამაზ მეჭიაურის შესახებ პოლიტსაბჭომ იმსჯელოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტსაბჭომ თამაზ მეჭიაურისა და რესპუბლიკელების დაპირისპირების შესახებ კვირის ბოლოს იმსჯელოს.
როგორც უმრავლესობის უმრავლესობა აცხადებს, ისინი მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას რაც პოლიტიკური გუნდისთვის მომენტში იქნება მისაღები.
“თუ კითხვას სვამთ რომ, ნატო თუ რუსეთი, მე გეტყვით, რომ ნატო. თუ კითხვას სვამთ, რომ ევროკავშირი თუ ესენგე (СНГ), გეტყვითб რომ ევროკავშირი. თუ ამბობთ, რომ ბერძენიშვილი, თუ მეჭიაურო, ნუ მეჭიაური. მეჭიაურის პოზიცია არის ერთი ინდივიდუალური დეპუტატის მოსაზრება. მგონი აქ გარიცხვაზე არ დგას საუბარი. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ პოზიციები არის განსხვავებული, მკვეთრად განსხვავებული და, მით უმეტეს, ძალიან პრინციპულ და სტრატეგიულ საკითხებზე, ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს არის შიდა პარტიული საკითხი რომელიც გადაწყდება“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები