ირაკლი კობახიძე: არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია „ქართული ოცნებიდან“

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია წასულია პარტიიდან.
მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის „ქართულ ოცნებაში“, არის იმის ნიშანი, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს გაჯანსაღებაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, არმაზ ახვლედიანს მისი არაადეკვატური ქმედებებისა და განცხადებების გამო დაახლოებით ერთი წლის წინ შეუჩერდა პოლისტსაბჭოს წევრის სტატუსი.
„არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან“. მას დიდი ხანია დატოვებული აქვს პარტიის პოლიტიკური საბჭო. ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს პარტიაში. არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებები არ არის რელევანტური ჩვენთვის, ის არ არის ღირებული პოლიტიკური ფიგურა იმისათვის, რომ განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთოთ. მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მოვეკიდებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ის პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამის მიზეზად მან „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები