სოსო ჯაჭვლიანი: მოუარონ თავიანთ მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში

„ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტარმა სოსო ჯაჭვლიანმა „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, სხვა პარტიის საქმიანობაში არ ჩაერიონ. აღნიშნული განცხადება სოსო ჯაჭვლიანმა ”რესპუბლიკური პარტიის” მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ეხება თამაზ მეჭიაური პარტიიდან, ხოლო გოგი თოფაძის ფრაქციიდან გარიცხვას. ”გუშინ მოვისმინე ფრაზა „ყველამ თავის მამიდას მოუაროსო” და ისე გავმხიარულდი, ეს რომ მოვისმინე, მეტი რომ არ შეიძლება. მამიდაჩემს ჰქვია ძალიან მაგარი საყვარელი სახელი დოლი ჯაჭვლიანი – უპატიოსნესი ქალია, ძალიან მაგარი ქალია. ამიტომ ყველამ დაასახელოს თავისი მამიდის სახელები და გვარები, მოუარონ თავიანთ მამიდებს და ნუ ერევიან სხვისი პარტიის საქმეში”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები