პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას სავარაუდოდ დღეს გამოსცემს

საქართველოს პრეზიდენეტი გიორგი მარგველაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას სავარაუდოდ დღეს გამოსცემს.

არაოფიციალურად არის ცნობილი, რომ ამ თემაზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის უკვე მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
გიორგი მარგველაშვილმა განკარგულების აქტი მაისში უნდა გამოსცეს, რომელზეც პრემიერის კონტრასიგნაციის შემდეგ, საარჩევნო კამპანიის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდება.
პირველი ასეთი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საპარლმენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი განისაზღვრა, პრეზიდენტმა აპრილის დასაწყისში გამოსცა და წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისად 8 აგვისტო დაასახელა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის განკარგულებას ხელი არ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით უკან გადაუგზავნა.
პრემიერის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს სამი თვე “შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და განმარტა, რომ არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი ძალაში რჩება.
სწორედ ამის შემდეგ განაცხადა პრეზიდენტმა, რომ ახალ განკრგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემდა.
„დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც მე დამაჯერა, დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და შეიძლება, არჩევნები უფრო ადრეც დაინიშნოს.“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები