ზაქარია ქუცნაშვილი: არ ვარ ის პიროვნება, ვინც არმაზ ახლედიანს „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების რეკომენდაცია გაუწია

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი არმაზ ახვლედიანთან დაკავშირებით დასმული კითხვების კომენტირებისგან თავს იკავებს.
ზაქარია ქუცნაშვილი ჟურნალისტებს ურჩევს, მიმართონ იმათ, ვინც თავის დროზე “ქართულ ოცნებას“ არმაზ ახვლედიანის პარტიაში მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაუწია და ვინც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
“არმაზ ახვლედიანს აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება. მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც მას ჩვენს პარტიაში გაწევრიანებაზე რეკომენდაცია გაუწია, ისევე როგორც არ გახლავართ ის თანამდებობის პირი პარტიაში, რომელიც პასუხს ვაგებ რეკრუტირებაზე, ან პარტიიდან გასულ ხალხზე. ასე რომ, მოიკითხეთ რეკომენდატორი და ის ხალხი, ვინც პასუხს აგებს ამ თემაზე“, – ასე უპასუხა ზაქარია ქუცნაშვილმა “ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით არმაზ ახვლედიანის შეფასებებზე დასმულ შეკითხვას.
არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია იმის ტაობაზე, რომ არმაზ ახვლედიანის “ქართულ ოცნებაში“ მიღება ბიძინა ივანიშვილს დავით უსუფაშვილმა ურჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები