პესკოვი – პუტინმა საქართველოს და უკრაინას გამარჯვების დღე დიალოგის არარსებობის გამო არ მიულოცა

რუსეთის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის საზეიმო ღონისძიებებზე რუსეთის პრეზიდენტმა თავის მილოცვაში საქართველოსა და უკრაინის ლიდერები იმის გამო არ ახსენა, რომ ეს ქვეყნები რუსეთთან დიალოგზე უარს აცხადებენ. ამასთანავე, პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინმა საქართველოს და უკრაინის მოსახლეობას გამარჯვების დღე მიულოცა.
„თქვენ იცით, რომ ამ ქვეყნებთან დიალოგი სათანადო დონეზე არ არსებობს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ის საერთოდ არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთანავე, როგორც კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, იმ ფაქტში, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ნაციზმთან ბრძოლაში მოკავშირეები არ ახსენა, დიდი აზრის ძიება საჭირო არ არის. პესკოვის თქმით, წელს რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლაში სხვა აქცენტები დაისვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები