დავით თევზაძე – ბრძოლაში ისე არავინ მიდის, რომ ზურგი გამაგრებული არ ჰქონდეს

ბრძოლაში არავინ მიდის ისე, რომ ზურგი გამაგრებული არ ჰქონდეს და მოკავშირეები არ ჰყავდეს გააზრებული, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობას ის აუცილებლად მიიღებს, თუმცა, რა სტრატეგია ექნება და ითანამშრომლებს თუ არა სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან მან თავი შეიკავა.
“პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. არჩევნებში, რა თქმა უნდა, ვაპრებ მონაწილეობის მიღებას და ახლა რეგისტრაციის პროცედურას გავდივარ. თუმცა სანამ ამ პროცედურას ბოლომდე არ გავივლი, არც პროგრამაზე ვისაუბრებ, არც სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან შესაძლო ურთიერთობებზე და არც იმაზე, თუ რა მიდევს თავში.
პოლიტიკური ბრძოლა ისეთივე ბრძოლაა, როგორც ჩვეულებრივი ბრძოლა, მაგრამ სხვა ხერხებით, არავინ მიდის ბრძოლაში ისე, რომ ზურგი გამაგრებული არ ჰქონდეს და მოკავშირეები არ ჰყავდეს გააზრებული. ვის აქვს ჩემი მხრიდან ზურგი გამაგრებული, ამას ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე მგონია, რომ არავის“, – განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები