გიორგი მარგველაშვილი: თბილისი უაღრესად ცუდი საცხოვრებელი და სამოძრაო გახდა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თბილისი უაღრესად ცუდი საცხოვრებელი და სამოძრაო გახდა. ამის შესახებ თბილისის პირველ სკოლაში გამართულ საჯარო ლექციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს თბილისში არ მოსწონს არა მხოლოდ არქიტექტურა, არამედ ურბანული განლაგება, მანქანების განლაგება, ხმაური.
„ჩვენი წინაპრები თავს აკლავდნენ, რომ თბილისი ისეთი აგვეშენებინა, როგორიც გვაქვს. ახლა მახინჯ შენობებს ვაშენებთ. არ მომწონს არა მარტო არქიტექტურა, არამედ ურბანული განლაგება, არ მომწონს მანქანების განლაგება ქუჩაში, ხმაურის რაოდენობა ქუჩაში. ჩემს ბავშვობაში იყო ბევრად მეტი მწვანე შუქი. დღეს ხეები მოჭრეს, ააშენეს უზარმარი შენობები. მე მზეს ვხედავ ახლა მხოლოდ იმ შენობის ანარეკლიდან, რომელიც ააშენეს. ისე არ მომწონს, რომ სადაც გავიზარდე, იქიდან წავედი და გადავედი დუშეთში. უაღრესად ცუდი საცხოვრებელი და სამოძრაო გახდა თბილისი“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ლექციაზე დასმული კითხვის პასუხად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები