გიორგი მარგველაშვილი: არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ისტორიული მხარეების ჩამოჭრას

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე გამართულ შეხვედრებზე „ქართული ოცნება“ არ მივიდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პირველ სკოლაში გამართული საჯარო ლექციის დროს განაცხადა, სადაც მან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე ისაუბრა.
„ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ფონი, მე მქონდა შარშან შეხვედრები ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ მაშინ რატომღაც „ქართული ოცნება“ არ მოვიდა. მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ისტორიული მხარეების ჩამოჭრას. ჩვენ ამაზე ერთად შევთანხმდით. ეს არის ჩვენი მუდმივი მეხსიერება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები