დავით თევზაძე – „რესპუბლიკელები“ პარტიაში არ არიან და თითქოს არ უნდა ეხებოდეთ, თუ ვინ იქნება პარტიაში და ვინ – არა

„რესპუბლიკელები“ პარტიაში არ არიან და თითქოს არ უნდა ეხებოდეთ, ვინ იქნება პარტიაში და ვინ – არა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ წევრები გოგი თოფაძე და თამაზ მეჭიაური პარტიიდან უნდა გარიცხონ. მისივე განმარტებით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ყურადღების ცენტრში იყვნენ და თუ რა კუთხით მოახერხებენ ამას, მნიშვნელობა არ აქვს.
„რამდენადაც ვიცი, „რესპუბლიკელები“ ცალკე აპირებენ გასვლას და ამისთვის მათ გარკვეული პოლტიკური კაპიტალი სჭირდებათ – რომ აჩვენონ, რომ ძლიერები არიან. თუ ისინი შიგნით არ არიან, თითქოს არ უნდა ეხებოდეთ, ვინ იქნება პარტიაში და ვინ არა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები ცდილობენ, წინ წაიგდონ საქმე. ამ დროს, მნიშვნელოვანია არა ის, რაც, მართლაც, მთავარია, არამედ ის, რომ მუდმივად ჩანდნენ გაზეთებში, საინფორმაციო საშუალებებში. თუ რა კუთხით გამოჩნდებიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შავი პიარიც პიარია და ნებისმიერი რამ, რაც გაძლევს საშუალებას, რომ ყურადღების ცენტრში იყო, მომგებიანია. მე არ მივაქცევდი იმას ყურადღებას, თუ რა თქვეს და როგორი ინტერპერტაცია მისცეს ამას“,- განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები