„მეამაყება, რომ გამარჯვების დროშა, დაცემული ბერლინის თავზე, ქართველმა ქანთარიამ აღმართა“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც თევზაძე წერს, სანამ მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანთაგან ერთი მაინც ცოცხალია, 9 მაისი გამარჯვების დღე იქნება.13139102_1556079524685914_6698418555391001525_n
„დღეს 9 მაისია, დღე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის კამათისა და ინტერპრეტაციების თემადაა ქცეული. მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა:
ვფიქრობ, სანამ მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანთაგან ერთი მაინც ცოცხალია, ეს იქნება გამარჯვების დღე, მათი გამარჯვების დღე და ვერავინ მათ ამ დღეს ვერ წაართმევს.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როდესაც ამ გამარჯვების შემხსენებელი არ დარჩება, როგორ და რითი ვცეთ პატივი იმ სამასი ათასამდე დაღუპული ქართველის ხსოვნას, ვინც ამ ომმა შეიწირა, იმ სამასი ათასამდე შვილდაკარგული დედის ძაძებს, რომლებმაც მხოლოდ სამკუთხა შეტყობინებები დაიტირეს, იმ სამასი ათასამდე საფლავს, რომელიც მიმოფანტულია რუსეთ-უკრაინის ტრამალებსა და ევროპის მინდვრებს შორის, ჩრდილოეთის ტექსელიდან აფრიკამდე? ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ვინაიდან ვერც სხვის გამარჯვებას ვერ მოვიპარავთ, და არც ქართული გმირული სულის გაბიაბრუებას გვაპატიებს შთამომავლობა.
მე მეამაყება, რომ საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, იუგოსლავიის ეროვნულ გმირებს შორის ქართული გვარებიცაა.13166001_1556079481352585_1039938591381902505_n
მე მეამაყება, რომ ერთ-ერთი მათგანი, პოლონეთის სამსახურში შესული, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ოფიცერი ვალერიან თევზაძეა.
მე მეამაყება, რომ ქართველ საბჭოთა კავშირის გმირებს შორის, დედაჩემის ძმის, იაროსლავ იოსელიანის სახელიცაა.
მე მეამაყება, რომ გამარჯვების დროშა, დაცემული ბერლინის თავზე, ქართველმა ქანთარიამ აღმართა და მეამაყება ისიც, რომ იმ სამ ადამიანს შორის, რომელიც თეირანსა და იალტაში ომისშემდგომი ევროპის მომავალს ძერწავდა, ერთი იყო ქართველი.
მინდა, რომ ამით შვილებმაც იამაყონ.
მინდა, რომ ყველამ იცოდეს, დღევანდელი ევროპული მშვიდობა ქართული სისხლითაცაა ნაყიდი“,- წერს დავით თევზაძე სოციალურ ქსელში.
13138905_1556080268019173_5022568044143301161_n
13174063_1556079378019262_8579923431787854616_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები