თეა პერტაია: გზა ევროპისკენ ქვეყნის პოლიციის პატივისცემაზე გადის და არა მის მიზანმიმართულ დისკრედიტირებაზე

პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, თანმხლებ პირებთან ერთად. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა პერტაიას ინფორმაციით, ყველა მათგანს ნარკოტიკული ზემოქმედება დაუდგინდა. მისივე თქმით, სამართალდამცავების მიერ დაკავებული ქალბატონის მეუღლე 5-ჯერ არის ნასამართლევი და ხუთჯერვე ნარკოტიკულ დანაშაულზე.
• მამაკაცი 5-ჯერ ნასამარათლევი აღმოჩნდა. ხუთივეჯერ – ნარკოტიკულ დანაშაულზე;
• ცდილობს იპოვოს ექიმი, რომელიც ყალბ დოკუმენტს შექმნის, თითქოსდა, ის ნაცემია… საბედნიეროდ, ასეთი ექიმი არსად აღმოჩნდა. მადლობა კეთილსინდისიერ სამედიცინო სამყაროსა და ჰიპოკრატეს.
• ამ დროს მავანნი ცდილობენ ამ კაცისგან შექმნან მსხვერპლი, არ იზიარებენ ოფიციალური უწყების არგუმენტირებულ ინფორმაციას და აფიშირებენ დამნაშავის ტყუილს;
• სანამ სამართალდამრღვევების ინსინუაციებს დავექვემდებარებით, რომლებიც მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით ყველაფერს კადრულობენ, არაფერი გვეშველება;
• გზა ევროპისკენ ქვეყნის პოლიციის პატივისცემაზე გადის…და არა მის მიზანმიმართულ დისკრედიტირებაზე;
• ეს ჩემი სუბიექტური აზრია… კიდევ მეტს გაგიზიარებდით, რომ არა საჯარო მოხელის თმენის ვალდებულება… და ბევრად მეტი გეცოდინებოდათ, რომ არა კანონის უზენაესობა და, შესაბამისად, პერსონალური ინფორმაციის დაცვის აუცილებლობა;
• მოდით, უფრო მეტი ვიფიქროთ… მათ შორის, ჩვენს უსაფრთხო მომავალზე…“ – წერს თეა პერტაია სოციალურ ქსელში .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები