ნათია ფანჯიკიძე კულტურის სამინისტროს აკრიტიკებს – რაც გახარჯეს ჩვენი ჯიბეებიდან, მთლიანად ეყოფოდა სათბურების მშენებლობას სოფლებში

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კულტურის სამინისტროს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსოფლიო დონის მომრერლების ჩამოსაყვანად გამოყოფილი 29 მილიონი ლარი უმჯობესია სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარებოდა.

როგორც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნათია ფანჯიკიძე წერს, კოცერტისთვის გახარჯული თანხა მთლიანად ეყოფოდა სათბურების მშენებლობას სოფლებში.
მისი აზრით, კვების პრობლემა გადაიჭრებოდა და ამასთან, იმპორტის საჭიროება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მაქსიმალურად შემცირდებოდა.
„არ ვაპირისპირებ ორ სრულიად სხვადასხვა სფეროს და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 29 მილიონი, უცხოელი მუსიკოსების დასაპატიჟებლად რაც გახარჯეს ჩვენი ჯიბეებიდან, მთლიანად ეყოფოდა სათბურების მშენებლობას სოფლებში, თუნდაც საჩუქრად გადაეცათ ეს ხალხისთვის, ესწავლებინათ მოხმარება და ელემენტარული და პირველადი – კვების პრობლემა გადაიჭრებოდა, იმპორტის საჭიროება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მაქსიმალურად შემცირდებოდა და ფული “ოჯახში” დატრიალდებოდა.
თუმცა, ადამიანებს კონცერტიც სჭირდებათ, კარგი მუსიკაც და სიხარულიც, თანაც ძალიან. მაგრამ საყდრისის ამფეთქებელ კულტურის “მცველებს” სხვანაირად რომ დაეგეგმათ, ოპტიმალურად ბიუჯეტიც და კულტურის სტრატეგიაც, იქნებ ქვეყანაშივე გამოეცოცხლებინათ საკუთარი მუსიკოსების შემოქმედებითი ცხოვრება.
ამ თანხით, სწორად დაგეგმილი სტრატეგიით უამრავი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ჩიტოსანთა კაფეში კონსერვატორიის სტუდენტები უკრავენ და მღერიან ხოლმე, უდიდესი პოტენციალი აქვს ყოველ მათგანს, ამ ბავშვებს მოვლა სჭირდებათ, ასპარეზის მიცემა და მთელ ქვეყანას გახვევენ ჰანგებში. წამოვა ორიგინალური შემოქმედებაც.
უცხოელი სტუმრები კი ჯერჯერობით კერძო კომპანიებმა უნდა მოიწვიონ. მითუმეტეს, ბილეთს ისეთი ფასი ადევს, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია“, – წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები