ნატა ფერაძის აღიარება – ვაღიარებ, ნარკოდამოკიდებული ვარ, განსაკუთრებით საშიში…

„ვაღიარებ, ნარკოდამოკიდებული ვარ და განსაკუთრებით საშიში“, – ამ შინაარსის სტატუსი „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
აღნიშნული განცხადებით იგი გუშინდელ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც იგი ნარკოტიკული საშუალების გამოყენების ბრალდებით ნარკოლოგიურში გადაიყვანეს.
„ჩემი ნარკოტიკია მცენარეები, ყვავილები, ბუნება და მშვიდი ცხოვრება და როგორც ნამდვილი ნარკოდამოკიდებული, ყველაფერს ვიზამ ამის დასაცავად. მკიდია პირობითობები, ეტიკეტიც მკიდია, ყველას, ვინც იპყრობს ჩემს კუთვნილ სივრცეს, ყველა ხერხით შევებრძოლები, სულ რომ მარტო დავრჩე მორალისტებს და :სად იყავით მაშინ-ების: არმიით გარშემორტყმული. ბინძური პრ-იც მაგრად მკიდია. საბედნიეროდ, არ ვარ მარტო და ჩვენ დავიბრუნებთ ქალაქს, ჩვენ ყოველთვის ამოვიღებთ ხმას. ქალაქი ჩვენია. ქვეყანა ჩვენია“, – წერს ნატა ფერაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები