ლალი მოროშკინა “ნაციონალების” გეგმას ასაჯაროვებს: სამოქალაქო ომი კარს მოგვადგა!

„ნაციონალების“ სტრატეგიაა: ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მდგომარეობიდან გამოიყვანონ ბიძინა ივანიშვილი, აიძულონ, საფრანგეთში დაბრუნდეს და ჩაშალონ არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქზე პირად გვერდზე წერს.
მოროშკინა საქართველოში სამოქალაქო ომის მოახლოების ნიშნებს ხედავს.
„სამოქალაქო ომი კარს მოგვადგა! არასოდეს შევმცდარვარ პოლიტიკურ ანალიზში, ახლაც გეტყვით, რომ თუ ასე გაგრძელდა, სამოქალაქო ომი გარდაუვალია! „ნაციონალების“ სტრატეგია: ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მდგომარეობიდან გამოიყვანონ ბიძინა ივანიშვილი, აიძულონ საფრანგეთში დაბრუნდეს და ჩაშალონ არჩევნები! თითიდან გამოწოვილ თემებს რა დალევს? ხან ხე,ხან უხეობა…. ხან ცოცხი, ხან უცოცხობა… სამწუხაროა,რომ ე.წ.არასამთავრობოების და მარგინალი „ნაციონალების“ პათოსს იზიარებენ ივანიშვილის ძალისხმევით პარლამენტში მოკალათებული აწ დაშლილი კოალიციის წევრებიც! პოზიტივიც გვაქვს! განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც არგუმენტირებულად და პროფესიონალურად არის ჩაბმული ქვეყნის წინააღმდეგ აგორებულ პროვოკაციაში, მაგრამ ვაი, რომ ცალკეული მინისტრების და დეპუტატების გამოკლებით, “ოცნება” ვერ დაიტრაბახებს ადეკვატური და “მიმწოლი”კადრებით! ქვეყანაში კი აშკარად მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი,ზოგი კოჰაბიტაციას აპროტესტებს,ზოგი ლინჩის წესისკენ იხრება,ზოგიც არ მალავს, რომ თვითსამართალს მიმართავს და „ნაციონალთა“ სისხლით მორწყავს სადარბაზოებს… ასე რომ მეგობრებო, სამოქალაქო დაპირისპირება კარს მიგვადგა, გონს მოდით! მხოლოდ წინასაარჩევნო მშვიდობიანი მორატორიუმი გადაგვარჩენს! თორემ მერე, გაციებულ ცხედრებზე ცრემლის ღვრა და ძმათამკვლელებზე გოდება გვიანი იქნება! ისტორია ამას არ გვაპატიებს!“,-წერს მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები