კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად გაიყიდა.  აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა. მყიდველის ოფიციალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში (48 თვის ვადაში) განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; ასევე სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.
გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.
აუქციონი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები