თამარ ჩიბურდანიძე: 2015 წლის მონაცემებით, ახალგაზრდა მამაკაცებში სიკვდილიანობის მატებაა

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ დღეს “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე საყოველთაო აღწერის შედეგებზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ბოლო წლების დინამიკასთან შედარებით გაზრდილია შობადობა და შემცირებულია სიკვდილიანობის დინამიკა, თუმცა 2015 წლებში მცირედი მატება იყო ახალგაზრდა მამაკაცების სიკვდილიანობის კუთხით.
„სტატისტიკა მანამდეც ქვეყნდებოდა, მაგრამ 2002 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში სიკვდილიანობის ყოვეწლიური მატება იყო, განსაკუთრებით 1 წლამდე ახალშობილებში. იყო დედების სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიც. 2012 წლიდან 2015 წლამდე, სიკვდილიანობამ საგრძნობლად იკლო.
2015 წლის მონაცემებით, სიკვდილიანობის მცირედი მატება შეინიშნება და ესეც ახალგაზრდა მამაკაცებში. დინამიკა 2012 წლიდან დადებითია, რადგან სიკვდილიანობა შემცირდა. მხოლოდ 2015 წელს არის მცირედით მომატებული. არ ვიცით, ეს რით არის გამოწვეული, ალბათ უფრო ავარიებით და გულის დატვირთვებით, მწეველები, მსმელები – მეტი დატვირთვა ამ კუთხით უფრო მამაკაცებზე მოდის“,-განაცხადა ჩიბურდანიძემ.
რაც შეეხება აბორტების საკითხს, ჩიბურდანიძემ განაცხადა, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2012 წლიდან 2015 წლამდე 6 ათასით ნაკლები აბორტია დაფიქსირებული. ამ მიმართულებით ფონდმა არაერთი ინიციატივა განახორციელა და ის აგრძელებს პროექტებს. რაც შეეხება შობადობას, ჩიბურდანიძის განმარტებით, 2013 წლიდან შობადობის განსაკუთრებული მატება შეინიშნება. დადებითი ტენდენციის შემომტანი გახდა პატრიარქის ინიციატივა ნათლობასთან დაკავშირებით, და ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე ფულად დახმარებას გულისხმობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები