წალენჯიხაში ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოები შეიქმნება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, წალენჯიხაში ადგილობრივ ფერმერებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოები შეიქმნება.
როგორც ოთარ დანელიამ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროგრამის ფარგლებში ის სტანდარტები დაინერგება, რომელიც აუცილებელია ქართული ჩაის ევროკავშირის ქვეყნებში გასატანად. პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) – რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები