თამარ ჩიბურდანიძე: მოსახლეობის კლება, თბილისის გარდა, ყველა რეგიონში შეინიშნება

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიუბურდანიძემ დღეს, პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შდეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის კლება საქართველოს ყველა რეგიონში აღინიშნება, გარდა თბილისისა, თუმცა ეს იმით არის განპირობებული, რომ ბოლო პერიოდში თბილისს მიმდებარე სოფლები შემოუერთეს. ჩიბურდანიძის განმარტებით, საქართველოს რეგიონებს შორის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში, ასევე მძიმე ვითარებაა ქუთაისშიც, სადაც მოსახლეობამ 28 ათასით იკლო.
„მოსახლეობა ყველა რეგიონში იკლებს, გარდა თბილისისა, ეს კი გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ თბილისს შემოუერთეს მიმდებარე სოფლები და რაიონები: მცხეთის, გარდაბნის სოფლები, სადაც, მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ყველა დანარჩენ რეგიონში კლებაა. მძიმე მდოგმარეობაა რაჭა-ლეჩხუბი, ქვემო სვანეთში, სადაც, 2002 – 20013 წლის მონაცემებით, მოსახლეობამ 37 პროცენტით იკლო. შემდგომ არის, სამეგრელო – ზემო სვანეთი, სადაც მოსახლეობამ იკლო 29 პროცენტით, ყველაზე ნაკლებად, კლება აჭარაში შეინიშნება, ეს არის 10 პროცენტი, მაგრამ აჭარის მოსახლეობაში კლება თითქმის არასდროს შეინიშნებოდა. ბოლო წლებში მცირედით იყო კლება, მაგრამ 10 -პროცენტიანი კლება აჭარისთვის სერიოზული კლებაა. რაც შეეხება ყველაზე ხალხმრავალ რეგიონებს, იმერეთის რეგიონში არის 166 ათასკაციანი კლება. საქართველოს დიდ ქალაქებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ქუთაისში, მოსახლეობამ 28 ათასით იკლო. ეს მძიმე შედეგებია“,- განაცხადა ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები