მანანა კობახიძე: იქნებ ადამიანად ყოფნის უფლებაც წავართვათ პრემიერს?!

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფესიბუქის პოსტს, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეხმაურება. კობახიძისთვის პრემიერის მისამართით გამოთქმული კრიტიკა მიუღებელი და უსაფუძვლოა.
„ტაძარში, ლოცვისას რატომ დაიჩოქაო… და მთავრობის სხდომაზე ხომ არ დაიჩოქა?! ეკლესია ის ადგილი არაა, სადაც სანთელსაც ანთებ, ლოცულობ და იჩოქებ კიდეც?! იქ ყველა თანაბარია, იქ არც პრემიერი ხარ და არც პრეზიდენტი, იქ ადამიანი ხარ, ცოდვილი და ჩვეულებრივი მოკვდავი! იქნებ ადამიანად ყოფნის უფლებაც წავართვათ პრემიერს?!
ერთხელ ხომ წავართვით, როცა წინა დღით დედა დაკრძალა და მეორე დღეს პარლამენტში დავიბარეთ! მოვიდა და იდგა, როგორც სალი კლდე! საუბრობდა ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე, მათ პრობლემებზე, სამთავრობო პროგრამაზე და არა პირად, ძალიან მძიმე ადამიანურ ტრაგედიაზე!
აი, ასეთია პრემიერი, მას შეუძლია ყველაზე მძიმე წუთებშიც კი პირადი გვერდზე გადადოს და ქვეყანაზე და საქმეზე იფიქროს, ჰოდა, ტაძარში მაინც ნუ დავუშლით ადამიანად ყოფნას, ეს უსამართლო კრიტიკაა და უბრალოდ, სირცხვილია!“, – წერს მანანა კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პრემიერი სააღდგომო ლიტურგიაზე დაჩოქვის გამო გააკრიტიკა. პატარაიამ დაწერა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯაროდ არ უნდა „ფორთხავდეს“ არცერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები