კოკა ყანდიაშვილი: ასე სამარცხვინოდ, ომიანობისას, ბრძოლის ველიდან მოშორებულს შიშით ეფორთხოს – მხოლოდ სააკაშვილმა მიხეილმა მოახერხა

ასე სამარცხვინოდ, ომიანობისას, ბრძოლის ველიდან მოშორებულს შიშით ეფორთხოს – მხოლოდ სააკაშვილმა მიხეილმა მოახერხა, – ამის შესახებ ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„ყველა თავისებურად “ფორთხავს”, ზოგი სად და ზოგიც სად…
ისტორიის მანძილზე, საქართველოს ყველა თავკაცს “უფორთხია” ეკლესიაში – სამშობლოსათვის ლოცვისას. მაგრამ ასე სამარცხვინოდ, ომიანობისას, ბრძოლის ველიდან მოშორებულს შიშით ეფორთხოს – მხოლოდ სააკაშვილმა მიხეილმა მოახერხა. და მერე დამქაშნი მისნი, გვიმტკიცებდნენ მთელ საქართველოს, რომ ეს ომი მოვიგეთ და მთავარსარდალი გმირიაო…
ახლაც იგივე აზრზე არიან – ამიტომაც ლოცვას, ფორთხვად ასაღებენ.
კომპლექსები – დამღუპველია…“ – წერს ყანდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პრემიერი სააღდგომო ლიტურგიაზე დაჩოქვის გამო გააკრიტიკა. პატარაიამ დაწერა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯაროდ არ უნდა „ფორთხავდეს“ არცერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია.
13140600_10153666414249779_2119906038_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები