კომპანია „სმუვის“ ახალი ინვესტიცია – 2017 წლიდან თბილისში ველოტრასებით ისარგებლებენ

თბილისში ველოსტრასების დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებით ფრანგული კომპანია „სმუვის“ წარმომადგენლებმა პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი ლორიას განცხადებით, ველოტრასების მოწესრიგება არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ პარკინგის პრობლემასაც მოაგვარებს და ქალაქს განტვირთავს. მისივე განცხადებით, თბილისის რელიეფი ველოტრასისთვის სრულიად მისაღებია, ველოტრასებით სარგებლობას მოსახლეობას 2017 წლიდან შეძლებს.
„კომპანიამ შეისწავლა ქალაქ თბილისის რელიეფი და მინდა გითხრათ, რომ ქალაქ თბილისის ძირითადი ტერიტორიები ველოტრასების მოსაწყობად აბსოლუტურად მისაღებია და პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ შედგენილია სამუშაო ჯგუფი, აუცილებლად საჭირო იქნება შეხვედრა ქალაქ თბილისის მერიასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან. საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, რომელიც რამდნეიმე თვეს მოიცავს. ეს პროექტი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ არის მიმართული. ველოსიპედების გაქირავების სისტემა ინოვაციური პროექტია და მან უნდა გადაწყვიტოს ქალაქში პარკინგის და საცობების პრობლემა. სადაც კი კომპანია „სმუვმა“ მისი პროექტები განახორციელა, ეს პროექტები იმ ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდა. მერწმუნეთ, ეს ველოსიპედები თბილისსთვისაც იქნება სავიზიტო ბარათი და არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც“,-განაცხადა ლორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები