რას ყვებიან ახლობლები სამეგრელოში მომხდარ მკვლელობაზე – მოტყუებით ხელი გადახვია და დანა დაარტყა

სამეგრელოში ნათესავის მიერ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მოტივად გარდაცვლილის ახლობლები წლების წინ მომხდარ დაპირისპირებას ასახელებენ.
მათი ინფორმაციით, ნათესავ მამაკაცებს შელაპარაკება 4-5 წლის წინ მოუვიდათ, თუმცა ეს ამბავი ჩავლილი იყო და შერიგებულებიც იყვნენ.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ბრალდებულმა გარდაცვლილს დანა იმ დროს დაარტყა, როდესაც ხელი მოტყუებით გადახვია.
„ასულა სახლში, დანა აუღია. მერე ხელი გადახვია მოტყუებით და დანა დაარტყა. მიზეზი იყო სიმთვრალე. გარდაცვლილს კონფლიქტი სოფელში არავისთან  ჰქონია. სერიოზული და პატიოსანი კაცი იყო“.
ადამიანი მოკლეს მუხანათურად. ისე, რომ მაგას ადამიანობა არ ჰქვია. მოტყუებით, ხელის გადახვევით და მერე უცბად დანის დარტყმით. მათ შორის იყო ადრინდელი პატარა შეკამათება, 4-5 წლის წინ, რომელიც ჩვეულებრივად ჩავლილი იყო და შერიგებულები იყვნენ“,- აცხადებენ ახლობლები.
შეგახსენებთ, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წუხელ სამეგრელოში, სოფელ კურუზში ნათესავმა 30 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან მამაკაცს არტერია ჰქონდა გადაჭრილი. გარდაცვლილი სოფელში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე დღით იყო ჩასული.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები