ამირან სალუქვაძე: რუსეთი დასავლეთის სანქციებს მალე თავის სასარგებლოდ შემოატრიალებს

სამხედრო – პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რომ რუსეთი დასავლეთის სანქციებს მალე თავის სასარგებლოდ შემოატრიალებს. აღნიშნულ საკითხზე სალუქვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“რუსეთი დასავლეთის სანქციებს მალე თავის სასარგებლოდ შემოატრიალებს. საფრანგეთის ნაციონალური კრების მიერ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება თუ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, იტალიის მთავრობა სულ სხვა გზით წავიდა. იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჯუზეპე კასტილიონეს განცხადებით, რუსეთის 9 რეგიონში 29 საინვესტიციო პროექტი განხორციელდება კალმახის გაშენებიდან დაწყებული ყველის წარმოებით დამთავრებული. საკითხის ასეთი შემოტრიალება იმპორტზე მეტად მომგებიანია რუსეთისთვის, რადგან ცალკე ინვესტიციები შევა და დოლარის გადინება არ მოხდება პროდუქციის შემოსატანად, ამასთან ერთად, ადგილობრივი პერსონალი დასაქმდება და გადასახადებიც რუსეთის ბიუჯეტში შევა. სულ ორი წლის მოთმენა დასჭირდა რუსეთს ყირიმის მიერთებიდან. კიდევ ერთ წელში ალბათ სანქციებიდან არაფერი დარჩება“, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები