კახა კოჟორიძე და თენგიზ ფხალაძე „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ (FIDH) დელეგაციას და „კოალიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ შეხვდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და წარმოებული გამოძიების მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
კახა კოჟორიძის განცხადებით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება გამოძიების პროცესს და გამოხატავს სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან, მიაწოდოს ყველა რელევანტური ინფორმაცია, რაც სასამართლოსათვის იქნება საინტერესო.
შეხვედრისას ისაუბრეს გამოძიების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ გამოძიებას ახლავს იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომ საქართველო ვერ ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას გამოძიება სრულად წარმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები