კახა კალაძემ დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე წარადგინა. კანდიდატის წარდგენას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.
ნონა ტუნაძე წლების განმავლობაში მუშაობდა დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგად, იყო დაბა ნასაკირალში ადგილობრივი საკრებულოს წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები