თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლას როიალი გადასცა

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლას საკუთარ ბალანსზე მქონე როიალი გადასცა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მის ბალანსზე არსებულ როიალებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებსა და სასწავლებლებს ეტაპობრივად გადასცემს.

როიალების გადაცემა გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ინსტრუმენტები უკვე გადაეცათ რუსთავის, გორისა და ბორჯომის სამუსიკო სკოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები