14 მარტი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორის – ვასილ ამაშუკელის დაბადების დღეა.

14 მარტი ქართველი რეჟისორისა და კინოოპერატორის, პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორის, ვასილ ამაშუკელის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საკუთარ ფონდებში დაცულ მის ფოტოსურათს აქვეყნებს.
1908 წელს ამაშუკელმა ბაქოში შექმნა ფილმები, რომლებიც შემორჩენილი არ არის, ცნობილია მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟი. ამ ფილმების გამო, ქართული კინოს ათვლის წერტილად სწორედ 1908 წელი ითვლება. 1912 წელს გადაიღო აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში.
მის პატივსაცემად 1976 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი ეროვნული კინოფესტივალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები