ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების მიმართ სანქციებს ამკაცრებს

ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტ შეზღუდვებს აწესებს რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე რუსეთის მიერ აშშ-ის გადახდის სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვით,- ამის შესახებ cbsnews-ი ოთხ კომპეტენტურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც მედია იუწყება, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხშაბათს გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. ამ ნაბიჯის შედეგად კი ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.

CBS News-ი წერს, რომ ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას ურთულებს, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების გამკაცრება იმ ფონზე ხდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები უკრაინაში ომის დასასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები