იტალიაში, 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც ნეაპოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მკვეთრად იგრძნობოდა.
იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) მონაცემებით, მიწისძვრა სამი კილომეტრის სიღრმეზე, ქალაქ პოცუოლისთან მოხდა, რომელიც სეისმურად აქტიურ კამპი ფლეგრეის რეგიონში მდებარეობს.
მედიის ცნობით, მიწისძვრამ, რომელსაც წინ ძლიერი ხმაური უძღოდა, რეგიონში მნიშვნელოვანი განგაში გამოიწვია. ზოგიერთ უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. დაინგრა შენობები და დაზიანდა ავტომანქანები.
შექმნილია სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ზარალს შეაფასებს და დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს.