რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა, – ამის შესახებ Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას მოიცავს აღნიშნული სია, ან მზად არის თუ არა ჩაერთოს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათ მიღებამდე.
Reuters-ის წყაროების თქმით, კრემლმა ვრცელი პირობები წარადგინა, რომელიც უკრაინის, აშშ-ისა და ნატო-ს მიმართ მოსკოვის მიერ ადრე წარდგენილი მოთხოვნების მსგავსია. ადრინდელი პირობები კი მოიცავდა მოთხოვნას, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს, უკრაინაში უცხოური ჯარები არ განლაგდეს და საერთაშორისო აღიარებას, რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის კუთვნილებაა.
გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპი ელოდება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, დათანხმდება თუ არა იგი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა სტამბოლის მოლაპარაკებებს მყარი და შინაარსობრივი უწოდა და განაცხადა, რომ ის, შესაძლოა, გახდეს ორიენტირი სამშვიდობო შეთანხმებისთვის.