მაკრონი – სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებამ გზა უნდა გაუხსნას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას
სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებამ გზა ხანგრძლივ მშვიდობას უნდა გაუხსნას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. ახლა არ არსებობს დაბრკოლებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერისთვის მზადაა, შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების დასრულებას ადასტურებენ ბაქოშიც.