პუტინის განცხადებით, კურსკზე კონტროლი აღადგინა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედროებმა სრული კონტროლი დაიბრუნეს ქალაქ სუჯაზე, რუსეთის კურსკის ოლქის მოსახლეობის მთავარ ცენტრზე, რომელიც უკრაინელმა ჯარებმა გასულ ზაფხულს დაიპყრეს.
ასევე, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კურსკზე კონტროლი სრულად დაიბრუნა, ხოლო რეგიონში მყოფ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ გამოსავალს სთავაზობს.
პუტინის თქმით, უკრაინელები ტერიტორიას უპირობოდ ვერ დატოვებენ. მათ ან განიარაღება და ტყვედ ჩაბარება მოუწევთ, ან დაიღუპებიან.
თუმცა, უკრაინის ოფიციალური პირები არ ადასტურებენ რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქიდან უკან დახევას.
შეგახსენებთ, კურსკის ოლქის ნაწილები უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო აგვისტოდან, როდესაც უკრაინის სამხედროებმა მოულოდნელი საზღვრისპირა შეტევა მოაწყვეს და სწრაფად დაიპყრეს მიწები, მათ შორის ქალაქი სუჯა.