გიორგი ვოლსკი – ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: შსს საჭიროებს შეიარაღებას გარკვეული კანონებით, რომ უფრო ეფექტურად ებრძოლოს ამ საშინელ დანაშაულს, რომელმაც შეიძლება ჩვენი მომავალი მოსპოს

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო საჭიროებს შეიარაღებას გარკვეული კანონებით, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო ეფექტურად ებრძოლოს ამ საშინელ დანაშაულს, რომელმაც შეიძლება ჩვენი მომავალი მოსპოს”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნარკორეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნარკოტიკების გამსაღებლების, შემომტანების მიმართ ზომები უნდა გამკაცრდეს.

„პატარა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ემუქრება ეს საფრთხე. უნდა გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლების, შემომტანების მიმართ ზომები და ადამიანებმა, ვინც ამას იყენებს, არ უნდა მისცენ მაგალითები სხვას, რომ ამის დაუსჯელად კეთება შეიძლება“, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები