პუტინი აფრთხილებს უკრაინას, არ გამოიყენოს ცეცხლის შეწყვეტა მობილიზაციისთვის
უკრაინამ შესაძლოა გამოიყენოს დროებითი ცეცხლის შეწყვეტა იძულებითი მობილიზაციისა და იარაღის მიწოდებისთვის, უნდა გადაწყდეს საკითხი, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„როგორ იქნება გამოყენებული ეს 30 დღე? უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის გასაგრძელებლად? იქ იარაღის მიწოდებისთვის? ახლად მობილიზებული ქვედანაყოფების მომზადება?“ – განაცხადა პუტინმა რუსეთ-ბელარუსის მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. ზელენსკის ოფისმა მოლაპარაკების შემდეგ კიევისა და ვაშინგტონის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კიევი მზად არის აშშ-ის წინადადებისთვის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით.