არჩილ გამზარდია: ზოგიერთ რეგიონში, ხელისუფლებამ არჩევნებამდე ადამიანური რესურსები უნდა შეცვალოს

ექსპერტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლებამ არჩევნებამდე ადამიანური რესურსები უნდა შეცვალოს. ამასთან, გამზარდია ფიქრობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ცვლილებაც არ იქნებოდა ურიგო უახლოეს პერიოდში.
“ვფიქრობ, ზოგიერთ რეგიონში, ხელისუფლებამ არჩევნებამდე ადამიანური რესურსები უნდა შეცვალოს, ნაწილობრივ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები თუ სხვა დანიშნული თანამდებობის პირები. ასევე, იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც მაჟორიტარებს წარმოადგენენ დღეს, თუმცა თავიანთ რეგიონებში საკმაოდ დიდი ნეგატივით სარგებლობენ, “ქართულმა ოცნებამ” სიაში არ უნდა ჩასვას, ეს იქნება ერთგვარი დადებითი ტონი ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში. ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ცვლილებაც არ იქნებოდა ურიგო უახლოეს პერიოდში. ამგვარი ცვლილებები, ჩემი აზრით, უნდა უსწრებდეს წინ მმართველი პარტიის ყრილობას, რომელიც მაისის შუა რიცხვებშია დანიშნული“, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები