ზვიად კვაჭანტირაძე კანდელაკს “მაოხრებელ გზირს” ადარებს

კანდელაკს მისი საერთო პათოსის გამო მოურიდებლად შეიძლება ვუწოდოთ მაოხერებელი გზირი, რომელიც სულ იმის მცდელობაშია, რითი გაუტეხოს სახელი და ჩირქი მოსცხოს ქვეყანას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე წერს.
“გახსოვთ ალბათ, სულხან საბა ორბელიანს აქვს ერთი იგავი – “მაოხრებელი გზირი” ქვია, როცა გაბოროტებული კაცი იმაზე ფიქრობს, გარდაცვალების შემდეგაც რამენაირად ავნოს სოფელ-ქვეყანას.
კანდელაკს არა მარტო დღვანდელი, არამედ მისი საერთო პათოსის გამო მოურიდებლად შეიძლება ვუწოდოთ მაოხერებელი გზირი, რომელიც სულ იმის მცდელობაშია, რითი გაუტეხოს სახელი და ჩირქი მოსცხოს ქვეყანას. დღემდე კანდელაკის ვიწრო სპეციალიზაცია იყო ყველა გამოსვლაში და ყოველდღიურ მეილებში ეძაგებინა ბიძინა ივანიშვილი. ახლა მისი სამიზნე ბიძინასთან ერთად პრემიერ მინისტრი გიორგი გვირიკაშვილიც გახდა, პრემიერი, რომელმაც საზოგადოების საყოველთაო ნდობა და პატივისცემა ძალიან მოკლე დროში მოიპოვა და თვით ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსაც კი უჭირთ არ აღიარონ მისი საქმისადმი ერთგულება, კონსტრუქციულობა, კომუნიკაბელურობა, განათლება და პატიოსნება…
ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეეგუოს ნაცმოძრაობის შემორჩენილი თავგადადებული ბოლშევიკი- აქტივისტები, რომ მათ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი არაერთი უმსგავსობისთვის და დანაშაულისთვის უთხრა უარი. ხომ იცით, რომ თავს იტყუებთ…. ვერც “Turmanidzeენდიაი” მალამო გიშველით და ვერც პარლამენტში ბოლო დროს მომეტებულად ხმამაღალი გამოსვლები, რაშიც აშკარად ერთმანეთს ეჯიბრებით და თავს აწონებთ. მე მაინც გირჩევთ მაოხრებელი გზირის როლიდან გამოხვიდეთ. ის, რასაც თქვენ ჩადიხართ დიდი სირცხვილია. სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ ყველა ქვეყნის დელეგაციაში არიან როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ ასე სამარცხვინოდ, როგორც თქვენ არავინ იქცევა; არავინ ავლენს ასეთ ზიზღს საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების მიმართ, როგორც ამას თქვენ ავლენთ, წარბშეუხრელად.

არაფერი გესმით, არაფერს ანგარიშს არ უწევთ. გასულ ოთხშაბათს საჯაროდ მოგიწოდეთ ბოროტად ნუ გამოიყენებთ დეპუტატის მანდატებს და ხელს ნუ შეგვიშლით ხელისუფლებას თქვენი მზაკვრობებით და ზურგში დანების ჩარტყმით მეთქი……
გაითვალისწინეთ, ადრეც არაერთხელ მომიხდა ამის თქმა – ჩვენ აქამდე და დღესაც კი ისე არ გექცევით, როგორც ამას იმსახურებთ, მაგრამ ჩვენი ეს მიდგომა არასწორი აღმოჩნდა. ჩვენ შეცდომები დავუშვით და მათ აუცილებლად გამოვასწორებთ”, – წერს კვაჭანტირაძე ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები