თურქეთმა გარკვეული კატეგორიის რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესა

თურქეთმა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სამსახურებრივი პასპორტი აქვთ, სავიზო რეჟიმი დაუწესა. რეჟიმი ძალაში შევიდა 15 აპრილიდან. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და თურქეთში მყოფ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებს არ შეეხებათ. რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ჩვეულებრივი უცხოეთის პასპორტი აქვთ, თურქეთში ჩასვლას კვლავ უვიზოდ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გასული წლის ბოლოს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები