უკრაინაში დაკავებულ ალექსანდროვს და ეროფეევს სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

?????????????????????????????????????????????????????????

კიევის სასამართლომ 2015 წელს დონბასში დაკავებული ალექსანდრე ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტულ საქმიანობაში დამნაშავეებად ცნო. რამდენიმე დღის წინ ბრალდების მხარემ ეროფეევისთვის და ალექსანდროვისთვის 15-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. ალექსანდრე ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი უკრაინელმა სამხედროებმა 2015 წლის 16 მაისს დასახლება სჩასტიესთან დააკავეს. უკრიანული მხარე აცხადებს, რომ ორი რუსი სამხედრო სტარტეგიული ხიდის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. მათ დაკავებას ორმხრივი სროლა უძღოდა წინ, რა დროსაც ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო რუსეთის მოქალაქეებმა ჭრილობები მიიღეს. კიევის ინფორმაციით, ალექსანდროვიც და ეროფეევიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები იყვნენ. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავების მომენტში ეს ორი პირი რუსეთის სამხედრო ძალებში არ ირიცხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები