„ჩემთვის ეს ვაჟკაცური ნაბიჯია“ – ამირან სალუქვაძე პრემიერის თსუ-ში მისვლას ეხმაურება

ამ ქმედებაში ჩანს პრემიერის პატივისცემა როგორც სტუდენტების, ასევე უნივერსიტეტის მიმართ – ასე ეხმაურება ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე დაცვის გარეშე პრემიერის თსუ-ში მისვლას. სალუქვაძე პრემიერის ქმედებას დადებითად აფასებს.
“იმდენად იშვიათად ხდება ასეთი ქმედებები, რომ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის მისვლას სტუდენტებთან. ძალიან დადებითად ვაფასებ გიორგი კვირიკაშვილის მისვლას უნივერსიტეტში და როგორც ფოტოზე ჩანს (პირველი რადიოს ფოტო), პირადი დაცვის, თანმხლები პირების და ზედმეტი პომპეზურობის გარეშე.
მე არ მჭირდება პირფერობა. ჩემთვის ეს ვაჟკაცური ნაბიჯია. ამასთან ერთად, ამ ქმედებაში ჩანს პრემიერის პატივისცემა როგორც სტუდენტების, ასევე უნივერსიტეტის მიმართ. როცა სტუდენტების საპროტესტო აქციები დაიწყო, მაშინ მივმართე სტუდენტებს სიტყვებით: “პრემიერს ესმის თქვენი”. დღეს დავრწმუნდი, რომ მართლაც ესმის. იმედია, სტუდენტებიც გაიგონებენ მის ხმას“, – წერს ამირან სალუქვაძე.
ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის 115-ე აუდიტორიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ხვდება. კვირიკაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პრემიერი თსუ-ში დაცვის ორი თანამშრომლით და პრესსამსახურის გარეშე, მოულოდნელად მივიდა.
“ჩემი შვილების ტოლები არიან, დაცვა რად მინდა” – ასე უპასუხა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შესახვედრად, დაცვის გარეშე მისულმა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები