ამერიკელმა მეცნიერებმა კოსმოსური რადიოტალღების წარმოშობის ადგილი აღმოაჩინეს

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის თებერვალში აღმოჩენილი კოსმოსური რადიოტალღები შორეული გალაქტიკიდან მოდის. კვლევის შედეგები ჟურნალ Astrophysical Journal Letters-შია გამოქვეყნებული.
პირველად რადიოტალღები, რომლებიც წამის მეასედი გრძელდება, 2007 წელს იყო აღმოჩენილი, მაგრამ ბოლო დრომდე მათი წარმოშობის წყარო საიდუმლო იყო. აქამდე ასტრონომებს მაიჩნდათ, რომ ენერგია ვარსკვლავების აფეთქების შედეგად გამოიყოფა, რომელიც ამის შემდეგ იღუპება.
მეორე ვერსია იყო ენერგიის გამოყოფა ნეიტრონული ვარსკვლავების გაერთიანების დროს, რაც დაახლოებით ექვსი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ასტრონომების გათვლებით, რადიოტალღების წყარო დედამიწას 6 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული და ის შორეულ ელიპტიკურ გალაქტიკაში მდებარეობს. ახლა კი ახალი რადიოტელესკოპის მეშვეობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რადიოტალღები გალაქტიკის ბირთვიდან მოდის. რადიოტალღების პერიოდულობა კი გალაქტიკებს შორის არსებული გაზებით არის გამოწვეული, რომელიც რადიოტალღების გავრცელებას აფერხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები