„შეიძლება აზერბაიჯანელებმა დაბომბონ სტეფანაკერტიც“ – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მთიან ყარაბაღში

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მის მიერ გუშინ გამოთქმული პროგნოზი, სამწუხაროდ, გამართლდა და ყარაბაღში საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.
მაისაია იმ სცენარზეც საუბრობს, რა სცენარითაც შესაძლოა, მოვლენები განვითარდეს.
“ჩემდა საწუხაროდ, ჩემს მიერ გამოთქმული სამხედრო-პოლიტიკური სახის პროგნოზი, რომელიც გუშინ გამოვთქვი ჩემს ბლოგში, გამართლდა და მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა და მიიღო უფრო ინტენსიური ხასიათი. პროგნოზის ერთ-ერთი მიმართულება იყო აზერბაიჯანის მხრიდან საბრძოლო ავიაციის გამოყენების აქცენტი, რაც დადასტურდა – აზერბაიჯანულმა უპილოტო თვითმფრინავებმა, ანუ დრონებმა მიიტანეს რამდენიმე შეტევა მოწინააღმდეგეზე და ერთ-ერთი შეტევის დროს განხორციელდა თავდასხმა ავტობუსზე, რომელსაც გადაჰყავდა მოხალისეები სასომხეთიდან მთიან ყარაბაღში – დაიღუპა 5 მოხალისე და რამდენიმე ათეული დაიჭრა, ასევე როგორც აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, განადგურდა სამეთაურო მართვის პუნქტი. სომხურმა მხარემ კი უფრო მეტად აქცენტი გადაიტანა საარტილერიო დარტყმებზე და უკვე რამდენიმე საარტილერიო-სარაკეტო ბრიგადა გადასროლილი იქნა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. ასევე გააქტიურდა საბრძოლო მოქმედებანი, როგორც ეს პროგნოზით იყო დაფიქსირებული – აგდერე-ტერტერი-აგდამის საბრძოლო მოქმედებათა თეატრის ზონა (ჩრდილოეთ-ცენტრალური მიმართულება) და ხოჯავენდ-ფიზულის თეატრის ზონა (სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულება). აზერბაიჯანული მხარე, როგორც ვიწინასწარმეტყველე, გადავიდა ფართომასშტაბიან შეტევაზე. როგორც ჩანს, ხვალ-ზეგ და ასევე კიდევ ორ დღეში ჩევნ მივიღებთ უკვე ლიმიტირებული ომის სცენარს და, სავარაუდოდ, შეიძლება აზერბაიჯანელებმა დაბომბონ სტეფანაკერტიც, რასაც მოყჰვება საომარი მოქმედებების გადაზრდა უკვე ორივე სახელმწიოს შიდა ტერიტორიებზეც. გაიზრდება მობილური, ანუ დივერსიული საომარი მოქმედებების ინტენსივობა და არეალიც“,-წერს ვახტანგ მაისაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები