თინა ხიდაშელი: საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თინა ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება.
„ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალადობრივად მოწყვიტეს. ეს გზა არ არის მარტივი, ამ გზაზე ორი ათეული წელია ჩვენი მოქალაქეები – სამხედროები და სამოქალაქოები შეუპოვრად იბრძვიან, ეს არ არის მარტივი გზა, არ ყოფილა მუდამ მშვიდობის გზა. სამწუხაროდ, ამ 25 წლის მანძილზე საქართველომ ბევრი მძიმე ომი გამოიარა და, როგორც ჩანს, არც შემდეგი წლები იქნება მარტივი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები