ვიქტორ ორბანი – უნგრეთს სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის მიღმა დარჩეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.
ორბანის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს წარმოადგენს, რადგან კიევს ფული სჭირდება და შესაძლოა, მისი ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
“დღეს უნგრეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს. უკრაინელებს არ შეუძლიათ ფეხზე დგომა, მათ სხვისი ფული სჭირდებათ, ამიტომ მათ ევროკავშირში დაუყოვნებლივ და ნებისმიერ ფასად გაწევრიანება სურთ. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ომში ჩაგვითრიონ, ჩვენი ფერმერები გაანადგურონ, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მაფიის ბუდედ აქციონ და არ გვინდა, რომ უნგრული ფული მათ ბრიუსელის გავლით მიეწოდოს.
უნგრეთს სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის მიღმა დარჩეს, რადგან თუ მას მივიღებთ, ის ყველა რესურსს შეიწოვს ისე, როგორც ღრუბელი იწოვს წყალს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა მილიონიანი ჯარის შენახვას აპირებს, რომლის უზრუნველყოფასაც ევროპა საკუთარ თავზე აიღებს, ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალები გააძლიერონ.