ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა ნაფიჩხოვოსა და თაიას მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა, ნაფიჩხოვოსა და თაიას მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას, ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩხოროწყუს მერი სოფლებში მერის პირველ მოადგილესთან გოჩა ჩიქოვანთან და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა, პროექტის ფარგლებში ,,ერთი დღე სოფლად”.

,,მერი დეტალურად გაეცნო სოფელში არსებულ საჭიროებებს და მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

მერი ნაფიჩხოვოს მკვიდრ ვარლამ ფაცაციას ოჯახს ესტუმრა. ოჯახს, მერიის შუამდგომლობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტომ, დამეწყრილი ოჯახების განსახლების პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი სახლი შეუძინა. დათო გოგუამ ნაფიჩხოვოში გზის რეაბილიტაციის და სკოლის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.

პროექტის, ,,ერთი დღე სოფლად” მიზანია, მოსახლეობის ჩართულობა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში. პროექტის ფარგლებში მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, უბნების მიხედვით გამართავს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები